30 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული კონფერენციის - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ წარმომადგენლები : სამეცნიერო კომიტეტის თავჯდომარე-დავით მაღრაძე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი-შენგელი კიკილაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს კონფერენციის მონაწილეთა ვიზიტის გეგმა, დაათვალიერეს ვაზის საკოლექციო ნარგაობა და დააზუსტეს ტურის დეტალები.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.