კონფერენციის აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში. აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აბსტრაქტი იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე - geowine@ciu.edu.ge
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 აპრილი.
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
- სათაური
- ავტორის, თანაავტორთა გვარი, ინიციალები
- ავტორების და თანაავტორების სამუშაო ადგილი (ორგანიზაცია, დეპარტამენტი/განყოფილება)
- შესავალი და კვლევის მიზანი
- კვლევის მეთოდოლოგია
- შედეგები
- დასკვნა
აბსტრაქტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 300 სიტყვისა ინგლისურ ენაზე შესაბამისი ქართული თარგმანით.
ფორმატი: MS Word 2010-2013. შრიფტი - Times New Roman, ზომა - 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი -1, ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან - 2.5 სმ, მარჯვენა კიდიდან -1 სმ, მარცხენა კიდიდან - 3 სმ.
ზეპირი მოხსენება
რეგისტრაციისას მიუთითეთ ენა ქართ/ინგლ. მოხსენების ხანგრძლივობა: 15-20 წუთი, დამატებით დრო - 5-10 წუთი კითხვა-პასუხისთვის. ზეპირი მოხსენების ფორმატი: Power Point პრეზენტაცია
სასტენდო მოხსენება
პოსტერი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე (შესაბამისი ინგლისური აბსტრაქტით).
ბეჭდვითი ზომები: 120 (სიგრძე)×90 (სიგანე) სმ, პორტრეტის ორიენტაციით.
ფონტი და ზომები: ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს Times New Roman-ით. სათაური - 36, ავტორების გვარი, სახელი - 30, მისამართი - 24, ტექსტი - 20, ბიბლიოგრაფია - 16.